მომღერალი ნინი ქარსელაძე დედაზე, რომელიც ახლა მძიმე სენს ებრძვის, განსაკუთრებულად ზრუნავს.

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანიას ახალი ფოტო გამოქვეყნდა, სადაც ის ქალიშვილთან და მეგობართან ერთად არის გადაღებული.

ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. “ასეთი შვილის დედამ დიდხანს უნდა იცოცხლოს და დატკბეს შვილიშვილებით“ – წერენ კომენტარებში.

შეგახსენებთ, ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მან ამის შესახებ თვეების წინ გაიგო, როდესაც ხათუნამ ექიმს ხველების გამო მიაკითხა. კონსულტაციის შემდეგ მომღერლის მეუღლეს ქიმიოთერაპიის ორი კურსი ჩაუტარდა.