საქართველოს მთავრობა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით აღარ მიმართავს. ქვეყანაში ეს შეზღუდვა კარანტინთან ერთად მოიხსნება, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებდა.

საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 22 მაისის ჩათვლით ძალაშია და გადაადგილების შეზღუდვა 23 მაისიდან აღარ იმოქმედებს.