გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება აღინიშნოს.